ჩოგბურთი

22:37 | 9.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ფრანგულ ტურნირზე პირველი წრე დასძლია

ფრანგულ ეკუერდრევილში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო სოფო შაფათავამ.

მე-3 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა Open Féminin 50-ის საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ, ფრანგ სელინ გესქუირს 6:2, 6:1 სძლია და წესით, არც მომავალი მეტოქის დამარცხება უნდა გაუჭირდეს.

მერვედფინალში სოფოს პირისპირ კიდევ ერთი მასპინძელი კლემენს ფაიოლი დადგება, რომელმაც თამაში ასევე საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, პირველ წრეში კი თანამემამულე მალარი ნოელს 6:3, 6:1 მოუგო.

წყვილთა ტურნირში შაფათავას და ბელარუსი ანასტასია სლეპცოვას დუეტი ბელგიურ-ფრანგულ ტანდემთან (ბოევი-ვარნიე) 3:6, 2:6 დამარცხდა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში შაფათავა 3 ადგილით დაწინაურდა და 197 ქულით 238-ე პოზიციაზეა.

სხვა ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 375 (374). სოფო ქვაცაბაია – 94 ქულა; 390 (389). ეკატერინე გორგოძე – 89; 576 (579). მარიამ ბოლქვაძე – 42; 653 (683). ოქსანა კალაშნიკოვა – 30; 755 (757). თინათინ ყავლაშვილი – 20; 1095 (1096). თამარ ჭალაგანიძე – 7; 1199 (1195). ანა შანიძე – 4;

0.112063