“რეალ სოსიედადს” დევიდ მოიესი აღარ გაწვრთნის, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გუნდიდან შოტლანდიელ სპეციალისტთან ერთად, მისი ასისტენტი ბილი მაკკინლიც გაანთავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოიესს ხუანდე რამოსი ჩაანაცვლებდა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელი სპეციალისტი ბასკურ კლუბში 2014 წლის 11 ნოემბერს მივიდა.
მიმდინარე სეზონში მოიესის გაწვრთნილი გუნდი პრიმერადივიზიონში 11 ტურის შემდეგ 9 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.