იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მაისურები წარადგინა, რომლითაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. “სკუადრა აძურას” ახალი ფორმა ტრადიციულ ფერებში იქნება გაწყობილი. ძირითადი სათამაშო ფორმა ცისფერ ფერში, ხოლო სათადარიგო ფორმა თეთრი იქნება.
აღნიშნული დიზაინის მაისურებით იტალიელები პირველ შეხვედრას 13 ნოემბერს, ბელგიის ნაკრებთან ჩაატარებენ, რომელსაც ამხანაგურად გაეჯიბრებიან.