2015 წლის საუკეთესო გოლის გამოსავლენად ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა. აღნიშნულ ნომინაციაში წარდგენილია 10 გოლი (იხილეთ ვიდეო), რომელთაგან გამოკითხვის შედეგების მიხედვით 30 ნოემბერს შეირჩევა სამი საუკეთესო, გამარჯვებული კი ფიფას გალა საღამოზე 2016 წლის 11 იანვარს დასახელდება.