26 ნოემბერს იტალიის დედაქალაქი რომი პირველ მსოფლიო საჭადრაკო “ინტერნეტ ჩემპიონატს” უმასპინძლებს. “ფიდე არენას”’ ეგიდით გასამართ ტურნირში შესარჩევი ტურნირიდან მონაწილეობის უფლება ერთადერთმა ქართველმა დიდოსტატმა სოფიო გვეტაძემ მოიპოვა.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ასპარეზობა 10 მონაწილეს შორის ელვისებურ ჭადრაკში შემდეგი დროის კონტროლით გაიმართება: 3 წუთი მთელ პარტიაზე + 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.