იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 13 და 17 ნოემბერს გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის “სკუადრა აძურას” შემადგენლობა დაასახელა. “იუვენტუსის” ექსთავკაცმა არჩევანი 28 ფეხბურთელზე შეაჩერა, რომელთაგანაც 6 სწორედ “იუვედანაა”.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”), დანიელე პადელი (“ტორინო”), მაია პერინი (“ჯენოა”), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი)
მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), ლუკა ანტონელი (“მილანი”), დავიდე ასტორი (“ფიორენტინა”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), მატეო დარმიანი (“მანჩესტერი, ინგლისი), მატია დე შილიო (“მილანი”), ლორენცო დე სილვესტრი (“სამპდორია”)
ნახევარმცველები: ჯაკომო ბონავენტურა (“მილანი”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ალესიო ჩერჩი (“მილანი”), სტეფან ელ შაარავი (“მონაკო”, საფრანგეთი), ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ემანუელე ჯაკერინი (“ბოლონია”), კლაუდიო მარკიზიო (“იუვენტუსი”), რიკარდო მონტოლივო (“მილანი”), მარკო პაროლო (“ლაციო”), რობერტო სორიანო (“სამპდორია”)
თავდამსხმელები: მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”), ედერი (“სამპდორია”), სტეფანო ოკაკა (“ანდერლეხტი”, ბელგია), გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), სიმონე ძაძა (“იუვენტუსი”)
იტალიის ნაკრები 13 ნოემბერს ბელგიასთან ისპარინგებს, ხოლო 4 დღის შემდეგ რუმინეთის ნაკრებს გაეჯიბრება.