ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მოულოდნელი შედეგებითაც დასრულდა. დღეს სამი შეხვედრა შედგა, რომელთაგან გამორჩეული გახლდათ “ემირათს სთედიუმზე” გამართული ჩრდილო ლონდონური დერბი, რომელშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.
მატჩის საწყისი ერთი საათი “ტოტენჰემის” უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც აისახა. სტუმრები 32-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ჰარი კეინმა დააწინაურა. მასპინძლებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ პიოტრ ჩეხი თამაშობდა კარგად. მან კრისტიან ერიკსენსა და ტობი ალდერვეირელდს არ მისცა მეორე გოლის გატანის საშუალება.
დაახლოებით მე-60 წუთიდან მასპინძლებიც გააქტიურდნენ და მომენტების შექმნა დაიწყეს. ლონდონელთა რიგებიდან ყველაზე აქტიური ოლივიე ჟირუ გახლდათ, რომელსაც რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ ძალიან არ უმართლებდა. ფრანგმა ფორვარდმა ერთ შემთხვევაში ხარიხას გაარტყა, მეორე ეპიზოდში ოდნავ ააცილა, ხოლო მესამე მომენტში უგო ლორისმა აჯობა. “მეთოფეებმა” გათანაბრება მაინც მოახერხეს, 77-ე წუთზე მესუთ ოზილის მშვენიერი გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა კირან გიბსმა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში გოლის გატანა მასპინძლებს უფრო შეეძლოთ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა – 1:1.
გაუთვალისწინებელიQქულები დაკარგა ლიდერმა “მანჩესტერ სიტიმ”, რომელმაც გასვლაზე ბოლო ადგილოსან “ასტონ ვილას” ვერ აჯობა. სტუმრები მთელი შეხვედრის განმალობაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გუზანს ვერაფერი მოუხერხეს და ფრეს დასჯერდნენ. აღსანიშნავია, რომ ფრანგ სპეციალისტს რემი გარდს დებიუტი ჰქონდა ბირმინგემელთა რიგებში.
სენსაციური შედეგი დაფიქსირდა “ენფილდ როუდზე”, სადაც ადგილობრივი “ლივერპული” “კრისტალ პალასთან” დამარცხდა. ანგარიში 21-ე წუთზე იენიკ ბოლასიმ გახსნა, რომელსაც ტაიმის ბოლოს ფელიპე კოუტინიომ უპასუხა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა. “არწივებმა” გამარჯვების მოპოვება 82-ე წუთზე მოახერხეს, სკოტ დანიმ ზუსტი თავურით თავის გუნდს 3 ქულა გაუფორმა, ხოლო იურგენ კლოპს “ლივერპულის” მწვრთნელის რანგში პირველი მარცხი აგემა – 1:2. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას მერსისაიდელთა ლეგენდა სტივენ ჯერარდი ესწრებოდა.
არსენალი – ტოტენჰემი 1:1 (0:1)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, დებუში (არტეტა 77), კოკლენი, კასორლა (ფლამინი 46), ოზილი, სანჩესი, კემპბელი (გიბსი 74), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ალი (მეისონი 82), დაიერი, ლამელა (სონი 75), ერიკსენი (ონომაჰი 91), დემბელე, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
გოლები: 0:1 კეინი (32), 1:1 გიბსი (77)
გაფრთხილებები: ლამელა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ასტონ ვილა – მანჩესტერ სიტი 0:0
ბირმინგემი, “ვილა პარკი”
ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ამავი, ჰატონი, ვერეტუტი, სანჩესი, გაიე, ჯ.აიუ (ჟესტედი 84), სინკლერი (ბაკუნა 72), ხილი (ნ’ზოგბია 65).
მწვრთნელი: რემი გარდი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, კომპანი, სანია, კოლაროვი, ტურე (დელფი 78), ფერნანდინიო, ფერნანდო, დე ბრუინი, სტერლინგი (აიჰენაჩო 84), ბონი (ნავასი 25).
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გაფრთხილებები: გუზანი - ოტამენდი
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ლივერპული – კრისტალ პალასი 1:2 (1:1)
ლივერპული, “ენფილდ როუდი”
ლივერპული (4-3-2-1): მინოლე, სახო (ლოვრენი 40), შკრტელი, კლაინი, მორენო, ჩანი (ფირმინო 65), ლეივა, აიბი (ორიჯი 87), ლალანა, კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, სუარე, კელი, მაკარტური, კაბაიე (მუტჩი 87), ზაჰა, პანჩონი (ლედლი 79), ბოლასი, საკო (ვიკჰემი 65).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 0:1 ბოლასი (21), 1:1 კოუტინიო (42), 1:2 დანი (82)
გაფრთხილებები: კლაინი – პანჩონი, სუარე
მსაჯი: ნილ სვერბრიკი