დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსმა” სტუდენტური ლიგის სტარტამდე, მორიგი საგამოფენო მატჩი ჩაატარა და კალიფორნიის ტექნოლოგური ინსტიტუტის გუნდი 95:42 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 18 წუთს ითამაშა და 11 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანაძემ 5-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სან დიეგო” სეზონს 13 ნოემბერს გახსნის, როდესაც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდ “ტროიანსს” გაეჯიბრება.