ჩოგბურთი

20:55 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი ჯოკოვიჩი და პარიზული რეკორდები

პარიზის მასტერსის ტურნირი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა. ნოლემ ფინალში ბრიტანელი ენდი მარეი მარტივად საათსა და 34 წუთში 6:2, 6:4 დაამარცხა და კარიერაში პარიზის მასტერსის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, რაც აქამდე არც ერთ სხვა ჩოგბურთელს არ გაუკეთებია. ნოვაკი ჩოგბურთის ისტორიაში გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 6 მასტერსის ტურნირის მოგება მოახერხა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი სეტის სტარტზევე იგრძნობოდა, რომ მარეის შეხვედრაში შანსი არ ექნებოდა. პირველ სეტში ნოვაკმა თავის ჩაწოდებები მოიგო, ორჯერ ბრეიკი შეასრულა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში 3:3-ზე სერბი ბრეიკს აკეთებს, რაც შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნოლემ 2 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვა. შეხვედრაში 115 გათამაშებიდან ნოვაკმა 66 მოიგო, მარეიმ – 49. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი მარეის 30:9 ამარცხებს.

ნოვაკმა ერთეულთა თანრიგში 58-ე ATP-ის და 26-ე მასტერსის ტურნირი მოიგო. სერბი რაფაელ ნადალს ერთი მასტერსის ტურნირითღა ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ნადალს 27 მასტერსის ტიტული აქვს მოპოვებული.

ამ გამარჯვებით ბალკანელმა 653 700 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, მარეიმ - 320 500 ევრო და 600 ქულა.

0.12037