ჭიდაობა

20:36 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფლების ბრინჯაო მოსკოვიდან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ერთა თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ინფორმაციით, შეხვედრა ბელარუსთა უპირატესობით დაიწყო. უმსუბუქეს წონით კატეგორიაში - 57 კილოგრამში დამჩიკ რინჩინოვმა ბექა ბუჯიაშვილს 10:0 აჯობა. საერთო ანგარიში ბექა ლომთაძემ (61 კგ) გაათანაბრა, ანდრე კომარის ძლევით (8:0). ზურაბ იაკობაშვილმა (65 კგ) ვიქტორ სერადას 12:0 აჯობა და საქართველო დააწინაურა. დავით ტლაშაძემ (70 კგ) და ჯაბა ყველაშვილმა (74 კგ) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. ტლაშაძემ ანდრეი კარპაჩის (10:0), ხოლო ყველაშვილმა - რასულ ტიხაევის (11:0) ძლევით.

სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ალექსანდრ გუშტინთან დამარცხდა (0:8). ომარ გუსოშვილმა (97 კგ) ომარგაჯი მაგომედოვს სძლია (6:0). გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) კი ვადიმ შვედოვს (3:0).

ევროპის ერთა თასი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში თურქეთის 5:3 ძლევის შემდეგ, რუსეთთან 2:6 წააგო და ფინალში გასვლის შანსიც დაკარგა. ერთა თასს კი რუსები დაეუფლნენ, გადამწყვეტ ბრძოლაში აზერბაიჯანთან მოპოვებული გამარჯვებით (5:3).

0.138961