ფეხბურთი

16:40 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის მეორე ჩრდილო ლონდონური დერბი “ემირათს სთედიუმზე”, აუტსაიდერისა და ლიდერის ჯახი “ვილა პარკზე”

ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის დღეს სამი მატჩით გაგრძელდება. სამივე შეხვედრა დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა გამორჩეული მატჩი უდავოდ “ემირათს სთედიუმზე” შედგება, სადაც “არსენალი” ჩრდილო ლონდონურ დერბიში “ტოტენჰემს” უმასპინძლებს.

20:00 არსენალი – ტოტენჰემი

ჩემპიონთა ლიგის განსხვავებით, “არსენალი” პრემიერლიგაში შესანიშნავად გამოიყურება, ზედიზედ 5 მოგება აქვს და “მანჩესტერ სიტისთან” ერთად გათამაშების ლიდერია (ბურთების სხვაობით ჩამოუვარდება მხოლოდ). ლონდონელებმა ამ 5 მატჩში 16 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს. დღევანდელ მატჩს “მეთოფეები” დიდი დანაკლისით ხვდებიან. ტრავმირებულნი არიან: რემსი, ბელერინი, ჩემბერლენი, უოლკოტი, უილიშირი, უელბეკი, არტეტა და ოსპინა. ასევე საეჭვო გახლდათ ლორან კოშელნის თამაშიც და გამორიცხული არაა, რომ მის ნაცვლად გაბრიელ პაულისტა ვიხილოთ ძირითადში.

მშვენიერ ფორმაშია “ტოტენჰემი”, რომელსაც პრემიერლიგაში პირველი ტურის შემდეგ არ წაუგია და დღეს გამარჯვების შემთხვევაში “არსენალთან” სხვაობა ორი ქულაღა იქნება. “დეზები” კარგად გამოიყურებია ევროპა ლიგაზეც. მათ ხუთშაბათს “ანდერლეხტის” დამარცხება მოახერხეს და ჯგუფიდან გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს. მაურისიო პოჩეტინო ტრავმების გამო პრიტჩარდს, სონისა და ჩადლის მოისაკლისებს, ხოლო ბენტალების თამაში საეჭვოა.

აღსანიშნავია, რომ კლუბებმა მიმდინარე სეზონში უკვე მოსაწრეს ერთმანეთთან თამაში. ინგლისის თასზე “არსენალმა” მეტიუ ფლამინის დუბლის წყალობით “უაით ჰართ ლეინზე” სძლია “ტოტენჰემს” (2:1).

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, კოშელნი, მერტესაკერი, მონრეალი, დებუში, კოკლენი, კასორლა, ოზილი, სანჩესი, კემპბელი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, უოლკერი, როუზი, ალი, დაიერი, ლამელა, ერიკსენი, დემბელე, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

17:30 ასტონ ვილა – მანჩესტერ სიტი

პრემიერლიგის ბოლო ადგილოსანი “ასტონ ვილა” შინ გათამაშების ლიდერს “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩში მასპინძელთა ახალი მწვრთნელის რემი გარდის დებიუტი შედგება, რომელსაც პირველივე შეხვედრაში ურთულესი გამოცდა ელის. ბირმინგემელებს გარდნერი ჰყავთ ტრავმირებული, ხოლო სტუმრებს სილვა, ნასრი, ზაბალეტა და აგუერო ვერ დაეხმარებიან.

სავარაუდო შემადგენლობები

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, კლარკი, რიჩარდსი, ამავი, ჰატონი, ვერეტუტი, ვესტვუდი, გაიე, გრელიში, სინკლერი, აგბონლაჰორი.
მწვრთნელი: რემი გარდი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, კომპანი, სანია, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, დე ბრუინი, ნავასი, სტერლინგი, ბონი.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: კრეიგ პაუსონი

20:00 ლივერპული – კრისტალ პალასი

“ლივერპულში” იურგენ კლოპის დანიშვნის შემდეგ, კლუბმა 6 წაუგებელი მატჩი ჩაატარა: საწყის სამ ფრეს ზედიზედ ამდენივე გამარჯვება მოჰყვა. “წითლებმა” გასულ ტურში “ჩელსის” მოუგეს გასვლაზე, ხოლო ევროპა ლიგაზე ყაზანში “რუბინის” დამარცხება მოახერხეს. მერსისაიდელები დღეს ეცდებიან, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვონ და ევროტურნირების ზონას მიუახლოვდნენ.

მასპინძლებს ინგსი, როსიტერი, სტარიჯი, ტურე, ჰენდერსონი, ფლანაგანი და გომესი არ ეყოლებათ, ხოლო “კრისტალ პალასი” გაილს, ვიკჰემს, შამახსა და აპიას მოისაკლისებენ.

კლუბები ერთმანეთისგან მეზობლად იმყოფებიან – “ლივერპული” 17 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “კრისტალ პალასს” ერთი ქულით ნაკლები აქვს და მე-10 პოზიციას იკავებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-2-1): მინოლე, სახო, შკრტელი, კლაინი, მორენო, ჩანი, ლეივა, მილნერი, ლალანა, კოუტინიო, ბენტეკე.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი, დელანი, იარდი, კელი, მაკარტური, კაბაიე, ზაჰა, პანჩონი, ბოლასი, საკო.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მსაჯი: ნილ სვერბრიკი

0.106025