ფეხბურთი

17:50 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპს “ლივერპულში” საპონარას ხილვა სურს

“ლივერპულის” მთავარ მწვრთნელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ემპოლის” ნახევარმცველის რიკარდო საპონარას გადაბირებას შეეცდება. როგორც Tutto Sport-ი იუწყება, გერმანელი სპეციალისტი იტალიელის თამაშით მოხიბლულია.

საპონარა ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი 2015 წლის ზაფხულში გახდა. “ემპოლიმ” რიკარდოს სანაცვლოდ “მილანს” 4 მილიონი ევრო გადაუხადა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მოთამაშემ იტალიის ჩემპიონატში 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კი 8-დან 12 მილიონ ევრომდე აიწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.131271