პოლონეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 21-ე საუკუნეში ბუნდესლიგის პირველი 12 ტურის შემდეგ 14 გატანილი გოლი დაუგროვდა. ინფორმაციას infostrada sports-ი ავრცელებს.
27 წლის პოლონელმა “შტუტგარტთან” მოგებულ (4:0) შეხვედრაში თავი 37-ე წუთზე გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 19 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.