ქართველმა ჩოგბურთელმა ალექსანდრე მეტრეველმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
მე-2 ნომრად განთესილი მეტრეველი ნახევარფინალში ავსტრიელ გიბრილ დიარას დაუპირისპირდა და 6:7 (6:8), 2:6 დამარცხდა.
ალექსანდრე ანტალიაშივე რჩება და მომავალი კვირიდან კიდევ ერთ 10-ათასიან ტურნირზე კვლავ მე-2 განთესვა ექნება.