მოსკოვში ევროპის ერთა თასზე მოასპარეზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მე-3 ადგილისთვის ბრძოლის უფლება მიიღო და დღეს, კვარცხლბეკზე ასასვლელად ბელარუსებს დაუპირისპირდება.
ქართველმა მოჭიდავეებმა A ჯგუფის პირველ შეხვედრაში თურქეთი 5:3 დაამარცხეს.
საქართველო - თურქეთი 5:3
57 - ბექა ბუჯიაშვილი - სეზარ აკგული 3-10
61 - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - რესეპ აკტასი 5-1
65 - ზურაბ იაკობიშვილი - სერვეტ კოსკუნი 11-2
70 - დავით ტლაშაძე - მუსტაფა კაია 4-4
74 - ჯუმბერ ყველაშვილი - სონერ დემერტაში 0-7
86 - სანდრო ამინაშვილი - აჰმეტ ბილიცი 3-1
97 - ელიზბად ორიკაძე - იბრაჰიმ ბოლუკბაში 5-0
125 - გიორგი საკანდელიძე - მერე იუნუს დედე 10-0
ცენტრალური რუსეთთან დაპირისპირება გახლდათ, რომელიც ქართველებმა 2:6 დათმეს და ჯგუფში მე-2 ადგილს დასჯერდნენ. რუსეთთან შეხვედრაში გამარჯვებები კოტე ხაბალაშვილმა (65) და გიორგი საკანდელიძემ (125) მოიპოვეს. კოტემ ბოლო წამებზე შეძლო მურადინ ნუხკადიევის დამარცხება – 11:10, გიორგიმ კი ალან ხუგაევს მოუგო – 3:2.
რუსეთი - საქართველო 6:2
57 - ისმაილ მუსუკაევი - ბექა ბუჯიაშვილი 15-7
61 - ახმედ ჩაკაევი - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 11-0
65 - მურადინ ნუხკადიევი - კოტე ხაბალაშვილი 10-11
70 - რასულ ჯუკაევი - დავით ტლაშაძე 5-3
74 - იაკუბ შიხჯამალოვი - იაკობ მაქარაშვილი 9-8
86 - ახმედ მაგომედოვი - სანდრო ამინაშვილი 5-0
97 - აბდულრაშიდ სადულაევი - ელიზბარ ოდიკაძე 11-0
125 - ალან ხუგაევი - გიორგი საკანდელიძე 2-3
დღეს, ფინალში ერთმანეთს რუსეთის და აზერბაიჯანის ნაკრებები შეხვდებიან, მე-3 ადგილისთვის კი, როგორც აღვნიშნეთ, საქართველო და ბელარუსი იბრძოლებენ. ბელარუსებმა B ჯგუფში აზერბაიჯანთან 1:6 წააგეს, პოლონეთთან (4:4) კი გამარჯვება დამატებითი მაჩვენებლებით მიენიჭათ.