ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ბექა ბურჯანაძის გუნდმა “ლეიმა ბასკეტმა კორუნამ“ შინ “სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 66:73 წააგო.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩის მე-3 მეოთხედის ბოლოს ანგარიში თანაბარი იყო. უკანასკნელი პერიოდი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, 19:12 იმარჯვეს და საბოლოოდ, წარმატებასაც მიაღწიეს.
ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 26 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთაგან 16 ქულით საუკეთესო ამერიკელი მცველი ზაკ მონაგანი გახლდათ.
“ლეიმა ბასკეტს“ 1 მოგების წილ 5 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-14 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა ლა კორუნიელებს 11 ნოემბერს, სტუმრად “კასტელოსთან“ ელით.