კალათბურთი

12:22 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 6 ქულა და გრაველინელთა მე-5 გამარჯვება

გიორგი ცინცაძის “გრაველინ-დიუნკერკმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. გრაველინელები სტუმრად “შალონს“ შეხვდნენ და საკმაოდ იოლად – 78:55 მოიგეს.

ქართველი გამთამაშებელი სათადარიგო იყო და მოედანზე 10 წუთით გამოჩნდა. ცინცაძემ სამივე ორქულიანი ჩააგდო და6 ქულას 1 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაყოლა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. გიორგიმ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

გრაველინელთაგან 16 ქულით საუკეთესო პაპე სი გახლდათ, ძირითადმა გამთამაშებელმა ენდრიუ ალბისიმ კი გამარჯვებულებს 7 ქულა და 10 პასი შესძინა.

ცინცაძის კლუბი 5 მოგებით და 2 მარცხით ჩემპიონატში II-VI ადგილებს იყოფს. “გრაველინ-დიუნკერკი” მომდევნო მატჩს 13 ნოემბერს, შინ, “მონაკოსთან“ ჩაატარებენ.

0.102986