სრულიად რუსეთი და მისი ყმადნაფიცნი დაშოკილნი არიან მოსკოვის “სპარტაკის” ჯერ კიდევ ყმაწვილი მცველის, ანტონ ხოდირევის გულისსწორის, ტანწერწეტა და ნამეტნავად მომხიბვლელი რუსი მოდელის, მარია ნიკოლაევას სილამაზითა და სიკისკისით, რაც ამ ასულს უხვად აქვს მომადლებული.
მარია ნიკოლაევა მიუხედავად იმისა, რომ სამოდელო საქმეში დამწყებად ითვლება, მისი პოპულარობა ურუსთა ქვეყანაში უკვე ძალიან დიდია და მისი “ნათების სხივები” უკვე ანტონ ხოდირევსაც გადასწვდა, რომელიც ბევრ ცნობილ თანამემამულე ფეხბურთელზე ხშირად ხვდება “ყვითელი” მედიის ყურადღების ცენტრში.
გულისსწორის სილამაზითა და პიპულარობით გაამაყებული ანტონ ხოდირევი ამბობს, რომ მას და მარიას ერთურთი რომეო და ჯულიეტასებრ რწფელი სიყვარულით უყვართ და მათ მხოლოდ სიკვდილი თუ გაყრით. ვნახოთ, რამდენად ჭეშმარიტია ეს სიყვარული, რომელსაც წინ უამრავი გამოცდა ელის...