ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსმა” შინ “ნიუ ორლეანი” 107:98 დაამარცხა.
ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 27 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 14 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ფაჩულიამ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა ჩააგდო. საქართველონს ნაკრების კაპიტანმა ძალიან აკურატული შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
“დალასში” ყველაზე მეტი 19 ქულა დერონ უილიამსმა ჩააგდო, “ნიუ ორლეანში” 25 ქულით ენტონი დევისი გამოირჩა.
“დალასი” სამი მოგებით და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზე იმყოფება.