ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურის პირველ სათამაშო დღეს შვიდი შეხვედრა გაიმართა. მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელიც ამჯერად “სტოკთან” დამარცხდა გასვლაზე და გასავარდნ ზონას 3 ქულაღა აშორებს.
ტურის გახსნითი შეხვედრა “დინ კურტზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “ბორნმუთი” უდიდესი უპირატესობის მიუხედავად “ნიუკასლთან” დამარცხდა და ქვედა სამეულში დაქვეითდა. ერთადერთი გოლის გატანა 27-ე წუთზე აიოზე პერესმა მოახერხა – 0:1.
“მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდა და უგოლო ტაიმის შემდეგ, ორი უპასუხო ბურთის გატანა მოახერხა. ანგარიში 52-ე წუთზე ჟესი ლინგარდმა გახსნა, ხოლო 91-ე წუთზე ხუან მანუელ მატამ პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.
საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს “ლესტერი”, რომელმაც მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. “მელიებმა” შინ “უოტფორდი” მიიღეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. მასპინძლები 52-ე წუთზე კანტემ დააწინაურა, რასაც 65-ე წუთზე ჯეიმი ვარდის ზუსტი 11-მეტრიანი მოჰყვა. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე პრემიერლიგაში მე-12 გოლის გატანა მოახერხა, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია. სტუმრებმა პრესტიჟის გოლი 75-ე წუთზე გაიტანეს: დინმა პენალტი გოლად აქცია – 2:1.
მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა ლონდონის “ჩელსიმ”, რომელიც “ბრიტანია სთედიუმზე” ადგილობრივ “სტოკთან” ჟოზე მოურინიოს გარეშე დამარცხდა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე გავიდა: მარკო არნაუტოვიჩმა ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0. “სტოკი” 16 ქულით მე-12 ადგილზეა, ხოლო “ჩელსი” მე-16 პოზიციამდე დაქვეითდა და გასავარდნ ზონამდე 3 ქულაღა აშორებს.
“ნორვიჩმა” საკუთარ მოედანზე “სუონსის” მოუგო ჰაუსონის გოლით. “საუთჰემპტონმა” გასვლაზე “სანდერლენდს” აჯობა, ხოლო “ვესტ ჰემმა” და “ევერტონმა” “ბოლეინ გრაუნდზე” ქულები გაიყვეს.
მანჩესტერ იუნაიტედი – ვესტ ბრომვიჩი 2:0 (0:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, იანგი (ჯონსი 62), როხო (ბერთუიკ-ჯექსონი 76), კერიკი, შვაინშტაიგერი, ლინგარდი, მატა, მარტიალი, რუნი (ერერა 82).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): მაიჰილი, ევანსი, მაკოლი, ბრანტი (მაკმანამანი 85), დოუსონი, იაკობი, დ.ფლეტჩერი, სესენიონი, მაკკლინი, მორისონი (ბერაჰინო 72), რონდონი (ლამბერტი 72).
მწვრთნელი: ტონი პულისი
გოლები: 1:0 ლინგარდი (52), 2:0 მატა (91 პენ.)
გაფრთხილებები: როხო – დოუსონი, რონდონი, ბრანტი
გაძევება: მაკოლი (91)
მსაჯი: მაიკლ დინი
ბორნმუთი – ნიუკასლი 0:1 (0:1)
ბორნმუთი, “დინ კურტი”
ბორნმუთი (4-4-1-1): ფერიკი, დისტინი, ფრანცისი, სმიტი, დანიელსი, გოსლინგი, სურმანი, სტანისლასი (ტომლინი 73), რიტჩი, არტერი (რანტი 79), კინგი (კერმორგანტი 73).
მწვრთნელი: ედი ჰოუ
ნიუკასლი (4-4-2): ელიოტი, კოლოჩინი, მბემბა, ჯანმაატი, დუმეტი, ანიტა (მბაბუ 93), ტიოტე, სისოკო, ვეინალდუმი, ა.პერესი (ტაუვინი 77), მიტროვიჩი (სისე 63).
მწვრთნელი: სტივ მაკკლარენი
გოლი: ა.პერესი (27)
გაფრთხილებები: არტერი, სმიტი – ჯანმაატი, ტიოტე
მსაჯი: ლი მეისონი
ლესტერი – უოტფორდი 2:1 (0:0)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, სიმპსონი, ფუჩსი, დრინკვოთერი (კინგი 90), კანტე, ოლბრაიტონი, შლუპი (ოკაზაკი 46), მაჰრეზი (დაიერი 84), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
უოტფორდი (4-4-2): გომეში, ბრიტოსი, კეტკარტი, აკე, ნიომი (დიამანტი 76), კაპუ (პარედესი 70), უოტსონი, ანია, აბდი, იგალო, დინი.
მწვრთნელი: კიკე სანჩეს ფლორესი
გოლები: 1:0 კანტე (52), 2:0 ვარდი (65 პენ.), 2:1 დინი (75 პენ.)
გაფრთხილებები: გომეში
მსაჯი: როჯერ ისტი
ნორვიჩი – სუონსი 1:0 (0:0)
ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”
ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, ბასონგი, ბენეტი, ოლსონი, უისდომი, ო’ნილი, ტეტი, ბრედი, ჰაუსონი, ჰულაჰანი (მულუმბუ 90), ჯერომი (მბოკანი 68).
მწვრთნელი: ალექს ნილი
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, ნოუტონი, შელვი (ედერი 87), კი, სიგურდსონი (ბრიტონი 79), მონტერო (რუტლიჯი 64), ა.აიუ, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
გოლი: ჰაუსონი (70)
გაფრთხილებები: ო’ნილი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
სანდერლენდი – საუთჰემპტონი 0:1 (0:0)
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-2-3-1): პანტელიმონი, კოატესი, ქაბული, ჯონსი, იედლინი, გომესი (დეფო 74), მ’ვილა, ტოივონენი (ბორინი 46), ა.ჯონსონი, უოტმორი, ს.ფლეტჩერი (როდუელი 70).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): შტეკელენბურგი, ვან დეიკი, ფონტე, იოშიდა, ბერტრანი, კლასი (რომეუ 78), ს.დევისი, მანე (ხუანმი 83), ტადიჩი (კოლკერი 91), უარდ-პროუსი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლი: ტადიჩი (69 პენ.)
გაფრთხილებები: ა.ჯონსონი – მანე, ბერტრანი, პელე
მსაჯი: მაიკ ჯონსი
ვესტ ჰემი – ევერტონი 1:1 (1:1)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-2-3-1): ადრიანი, ტომკინსი, რიდი, კრესველი, ჯენკინსონი, კუაიტე, ნობლი, პაიე (ვალენსია 50), ლანცინი, მოზესი, კეროლი (იელავიჩი 87).
მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, მორი, სტოუნზი, გალოვეი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, კონე (მირალაში 65), ბარკლი, დეულოფეუ (ლენონი 83), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 ლანცინი (30), 1:1 ლუკაკუ (43)
გაფრთხილებები: ზარატე – მაკკარტი, მორი
მსაჯი: პოლ ტერნი
სტოკი – ჩელსი 1:0 (0:0)
სტოკი, “ბრიტანია სთედიუმი”
სტოკი (4-2-3-1): ბატლანდი, შოუკროსი, ვოლშაიდი, გ.ჯონსონი, პიტერსი, ველანი, ადამი (აფელაი 79), კრკიჩი (კამერონი 71), არნაუტოვიჩი, შაქირი (დიუფი 82), უოლტერსი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, ტერი, აზპილიკუეტა, ბაბა (ოსკარი 70), მატიჩი, რამირესი (რემი 77), აზარი, პედრო (ფაბრეგასი 71), ვილიანი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო
გოლები: არნაუტოვიჩი (54)
გაფრთხილებები: ველანი, შოუკროსი, გ.ჯონსონი - ბაბა
მსაჯი: ენტონი ტეილორი