სხვა

20:58 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესტონეთთან ფრით დავასრულეთ

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით პირველი ტურნირი დაასრულა - თელ-ავივში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩი ფრედ, 25-25 ითამაშა ესტონეთთან.

თამაში ჯგუფში მესამე ადგილისთვის იყო. თავიდან ესტონეთი დაწინაურდა - 5-1, მაგრამ ქართველებმა გაათანაბრეს ანგარიში - 6-6. მერე ორი ბურთითც ვიგებდით (10-8), ტაიმი კი ესტონეთის სასარგებლოდ დასრულდა - 14-13. მეტოქე 43 წუთზე 22-17 გავიდა წინ და 57 წუთზე 25-23 იგებდა, მაგრამ ბოლოს რატი მსხვილიძემ 2 გოლი გაიტანა, მათ შორის ბოლო - დასრულებამდე 3 წამით ადრე. ესტონეთმა ჯგუფში 2 მატჩი ითამაშა ფრედ და მესამე ადგილზე გავიდა.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017.

კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, ევროპა

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო

თელ ავივი, დრაივ-ინ არენა

5 ნოემბერი. ისრაელი-საქართველო 27-19, პორტუგალია-ესტონეთი 28-28

6 ნოემბერი. საქართველო-პორტუგალია 22-37, ესტონეთი-ისრაელი 25-28

7 ნოემბერი. ესტონეთი-საქართველო 25-25

ესტ: ვარუსკი, ლოოკენე - როობა 9, ტოომი 8, ლეესი 4, იოჰანსონი 2, როოსნა 1, ცელმინსი 1, პატრაილი, იანიმაა, ლაასტი, პინონენი, ჰიიენდი, პიარტი, სლასტინოვსკი, ვოიკა

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ჩიქოვანი 8, წითელიშვილი 4, მსხვილიძე 3, მაისურაძე 3, ჭანტურია 2, ორჯონიკიძე 2, კბილაშვილი 1, კოხრეიძე 1, ტალახაძე 1, სიმონია, დათუკაშვილი, გამზარდია, ბერძენიშვილი, დიხამინჯია

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

პორტუგალია-ისრაელი 36-21

პორტუგალია 5 ქულა - ისრაელი 4, ესტონეთი 2, საქართველო 1

პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი - 2016 წლის ივნისში

0.114098