გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სამი ხედირა “იუვენტუსის” თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ “ემპოლისთან” გასამართი მატჩისთვის განაცხადში შეიყვანა. ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ნახევარმცველმა “ტორინოსთან” მატჩში ტრავმა მიიღო და მე-12 ტურში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მიმდინარე სეზონში ხედირამ მხოლოდ 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და თავი თითო-თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.