ფეხბურთი

19:03 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიას არცერთი და ჰუფნაგელის 45 წუთი

გერმანიის II ბუნდესლიგაში ქართული დერბი არ შედგა. “დუისბურგისა” და “ფრაიბურგის” შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ სტუმარი ლუკას ჰუფნაგელი გამოჩნდა, რომელმაც 46-ე წუთიდან მოყოლებული ითამაშა. რაც შეეხება დუისბურგელთა ქართველ ლეგიონერებს, ლაშა დვალი განაცხადში არ იყო, ხოლო გიორგი ჭანტურიამ შეხვედრას თვალი სათარიგო სკამიდან მიადევნა. თავად მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა. “ზებრები” 14 ტურში მოპოვებული 7 ქულით ბოლო ადგილზე არიან, ხოლო “ფრაიბურგს” 26 ქულა აქვს და ლიდერია.

გერმანიის III ლიგაში გიორგი პაპუნაშვილი ისევ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია. 20 წლის შემტევი 90-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 67-ე წუთზე გააფრთხილეს. “ვერდერის” სარეზერვო გუნდი კი სტუმრად კიოლნის “ფორტუნასთან” 1:2 დამარცხდა. “მუსიკოსები” 15 ქული ბოლო პოზიციაზე იმყოფებიან.

უკრაინის პრემიერლიგაში “ზორიამ” შინ ზაპოროჟიეს “მეტალურგი” 4:1 გაანადგურა. მასპინძელთა შორის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ტაიმი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ. “ვიტ ჯორჯიას” ყოფილი შემტევი მაშინ შეცვალეს, როცა ანგარიში 2:0 იყო. “ზორია” 25 ქულით მესამეა.

ოდესის “ჩერნომორეცის” რიგებში დონეცკის “ოლიმპიკთან” (0:2) მატჩში თავიდან ბოლომდე ითამაშეს მცველებმა დავით ხოჭოლოვამ და გიორგი გადრანმა. პირველი მათგანი მე-80 წუთზე გააფრთხილეს. სტუმართა შორის არ გამოჩენილან უკრაინის მოქალაქეები თემურ ფარცვანია და ზაურ მახარაძე. “ჩერნომორეცი” 13 ტურის შემდეგ მოპოვებული 8 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა. დონეცკელებს კი 14 ქულა გააჩნიათ და მერვე პოზიციას ამაგრებენ.

თურქეთის სუპერლიგაში მორიგი შეხვედრა წააგო შოთა არველაძის გაწვრთილმა “ტრაბზონსფორმა”. ქართველი სპეციალისტის შეგირდები გასვლაზე “ბასაქშეჰირთან” მე-4 წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ (0:1). “ტრაბზონსფორს” 11 თამაშში დაგროვილი 14 ქულით მე-11 ადგილი უკავია.

0.11457