ფეხბურთი

19:43 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტრამაჩონი საბერძნეთში იმუშავებს

საბერძნეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ ათენის “პანათინაიკოსს” იტალიელი სპეციალისტი ანდრეა სტრამაჩონი ჩაიბარებს. როგორც “სქაი სპორტი” იუწყება, მხარეები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და კონტრაქტს დღეს ან ხვალ გააფორმებენ. სტრამაჩონი ათენელებს 2017 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

მიმდინარე სეზონს “პანათინაიკოსი” არცთუ წარმატებით ატარებს. ჯერ იყო და ბერძნული ფეხბურთის გრანდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდა, ხოლო ახლა, საბერძნეთის სუპერლიგაში 9 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ და მოსისხლე მტერ “ოლიმპიაკოსს” მთელი 8 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება 39 წლის სტრამაჩონის, იგი აქამდე სამშობლოში მუშაობდა, სადაც მილანის “ინტერსა” და “უდინეზეს” ხელმძღვანელობდა. უდინური გუნდიდან ანდრეა გასულ ზაფხულს დაითხოვეს.

0.138876