ფეხბურთი

17:39 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ აშშ-ში გადასვლაზე ფიქრობს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევი კრიშტიანუ რონალდუ, კარიერის MLS-ში გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, 30 წლის თავდამსხმელმა ჟურნალ FHM-ს ინტერვიუ მისცა და მომავლის გეგმებთან ერთად, “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

“არ გამოვრიცხავ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ლიგაში თამაშის შესაძლებლობას. შემიძლია დავადასტურო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშზე ვფიქრობდი. ადრეც ვამბობდი და გავიმეორებ, არის შესაძლებლობა იმისა, რომ იქ ერთი სეზონი გავატარო.

ფერდინანდთან, ნანისთან, ანდერსონთან, ვიდიჩთან, ევრასთან და გიგზთან ერთად რამდენიმე წარმოუდგენელი მომენტი მქონდა. მაქვს წარმოუდგენელი მოგონებები. ინგლისში ძალიან მაგარი გულშემატკივრები არიან, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები. ისინი არიან ზრდილობიანი, პატივს გცემენ და მოტივაციას გმატებენ. მე ისინი ძალიან მიყვარს” - თქვა რონალდუმ.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში, რონალდუმ 8 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 4 ტურის შემდეგ, მის ანგარიშზე 5 გოლია და ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

0.114114