ჩოგბურთი

2:03 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი ნახევარფინალში ავსტრიელ მეტოქეს გაეჯიბრება

ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მოგებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

პირველ ნომრად განთესილმა მეტრეველმა მეოთხედფინალში მე-7 რეიტინგის მქონე რუმინელ ვასილე ანტონესკუს 6:3, 4:6, 6:3 სძლია და ნახევარფინალში გააღწია, სადაც ავსტრიელ გიბრილ დიარას გაეჯიბრება.

ფინალის მე-2 საგზურისთვის მე-2 ნომრად განთესილი ტომისლავ ბრკიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინა) და მაჩიეი რაისკი (პოლონეთი) იბრძოლებენ.

0.123992