ჭადრაკი

0:09 | 7.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო მსოფლიო ჩემპიონატი

ბერძნულ ჰალკიდიკიში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 8-18 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, ქართული დელეგაცია უმედლოდ დარჩა.

ტურნირში 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა, თუმცა, კვარცხლბეკზე ვერცერთმა შეაბიჯა. მიზანთან ყველაზე ახლოს ნინო ხომერიკი (2295) გახლდათ, რომელმაც 18-წლამდე გოგონათა შორის 11 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე ხვავრიელი ინდოელებისთვის აღმოჩნდა. ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

8 წლამდე

  1. გოტიაშვილი (6 ქულა); 42. გოთოშია (5.5); 94. მაღლაკელიძე (4.5);

10 წლამდე

  1. ლომაია (7.5); 99. გელაშვილი (5.5); 112. ადამია (5.0);

12 წლამდე

  1. ესაძე (6.5); 66. ფიფია (5.5); 59. კაჭარავა (6.0);

14 წლამდე

  1. ქორიძე (6.0); 28. პეტრიაშვილი (7.0); 96. ობოლაძე (5.5); 142. ხვადაგიანი (4.5);

16 წლამდე

  1. თ.ჭოლაძე (5.5); 99. ლიჩელი (5.0);

18 წლამდე

  1. ხომერიკი (7.5); 34. მ.ჭოლაძე (6.0); 18. თუთისანი (7.0); 45. სიბაშვილი (6.0); 72. კელეპტრიშვილი (5.0);

0.113997