ჩინეთში მადრიდის "რეალის" და პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის დაპირისპირების მიმდინარეობის დროს LETV-ის კომენტატორს ჩაეძინა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror Online-ი ავრცელებს.
46 წლის დონგ ლუს შეხვედრის მეორე ტაიმში ჩაეძინა, 79-ე წუთზე კი მაყურებლებს მისი ხვრინვის ხმა ესმოდა. მართალია კომენტატორმა აღნიშნული ფაქტის გამო საჯჰაროდ ბოდიში მოიხადა, თუმცა ტელევიზიამ იგი მაინც გაანთავისუფლა.
ჩინეთში ჩემპიონთა ლიგის მატჩი ღამის 03:45 საათზე დაიწყო.