ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე მატჩიც წააგო თელ-ავივში - ამჯერად 22-37, პორტუგალიასთან. ისრაელმა 28-25 დაამარცხა ესტონეთი, ხოლო ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა შაბათს, ისრაელ-პორტუგალიის მატჩის შემდეგ გაირკვევა.
გამარჯვებული გავა დასკვნით ეტაპზე, პლეიოფში, ხოლო საქართველო და ესტონეთი მესამე ადგილისთვის ითამაშებენ. რაც შეეხება პორტუგალიასთან მატჩს, ქართველები თავიდან 2 ბურთით დაწინაურდნენ, მე-19 წუთზე ანგარიში 9-9 იყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 7 ბურთი გავუშვით და ტაიმის ბოლომდე პორტუგალიამ გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - 17-10.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017.
კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, ევროპა
4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო (თელ ავივში)
5 ნოემბერი. ისრაელი-საქართველო 27-19, პორტუგალია-ესტონეთი 28-28
6 ნოემბერი
საქართველო-პორტუგალია 22-37
საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ჩიქოვანი 5, დათუკაშვილი 4, მსხვილიძე 3, წითელიშვილი 3, მაისურაძე 2, ჭანტურია 1, კოხრეიძე 1, დიხამინჯია 1, ორჯონიკიძე 1, სიმონია 1, გამზარდია, კბილაშვილი, ტალახაძე, ბერძენიშვილი,
პორ: კანდეიასი, კინტანა - როდრიგესი 9, როშა 5, პორტელა 4, სოუზა 3, სპინოლა 3, მაგალიაეში 3, ბრიტო 3, ფერასი 2, ნტუნეში 2, სილვა 1, მორეირა 1, სოლია 1, პედროსო, ბელანოვიჩი
მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)
ესტონეთი-ისრაელი 25-28
ესტ: ვარუსკი, ლოოკენე - როობა 8, იოჰანსონი 4, პატრაილი 3, იანიმაა 3, ლაასტი 3, ლეესი 2, პინონენი 1, როოსნა 1, ჰიიენდი, ცელმინსი, პიარტი, სლასტინოვსკი, ტოომი, ვოიკა
ისრ: მეიროვიჩი, ტურკენიცი - კოფმანი 8, პომერანცი 8, გალი 4, ლევი 3, შკალიმი 3, შტელმანი 2, ჰერშკოვიცი, ნათანი, დავდა, ჩუდნოვსკი, სიჩენკო, შიმონი, კაპონი, ტეპერი
მსაჯები: მიტრევსკი, ტოდოროვსკი (მკდ)
ისრაელი 4 ქულა - პორტუგალია 3, ესტონეთი 1, საქართველო 0
7 ნოემბერი: 19:00 ესტონეთი-საქართველო, 21:15 პორტუგალია-ისრაელი
პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი - 2016 წლის ივნისში