არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ სასურველი 5-კაციანი გუნდი დაასახელა. სამხრეთამერიკელის საოცნებო შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი მილანის “ინტერში” მისი თანაგუნდელი გახლდათ.
ხავიერის რჩეულთა სიას მეკარე არ ჰყავს. გუნდის დაცვის ხაზს თავად ძანეტი ამაგრებს, ნახევარდაცვაში დიეგო სიმეონეა გამწესებული, შეტევაში კი რონალდო, დიეგო მილიტო და ლიონელ მესი გახლავთ.