ფეხბურთი

23:10 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ბენატიას იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრობს

ტურინის “იუვენტუსი” მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” მცველის, მეჰდი ბენატიას იტალიაში დაბრუნებაზე ფიქრობს.

28 წლის ფეხბურთელმა “რომა” 2014 წელს დატოვა და “ბაიერნს” შეუერთდა, მაგრამ მუხლქვეშა მყესების ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა.

Tuttosport-ის აზრით, არტურ ვიდალისა და კინგსლი კომანის ტრანსფერების შემდეგ, კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და ახლა ტურინელებს მიუნხენელებთან ბენატიას ტრანსფერთან დაკავშირებით მუდმივი ურთიერთობა აქვთ.

მაგრამ შეთანხმების შემაფერხებელი შესაძლოა ცენტრალური მცველის ანაზღაურება გახდეს, რადგან ბენატია “ბაიერნში” წელიწადში 4 მილიონ ევროს იღებს და ამას გარკვეული ბონუსებიც ემატება.

0.114376