ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც წლის საუკეთესო გოლის ავტორის ტიტულისთვის იბრძოლებენ. სხვა მოთამაშეებთან ერთად, კანდიდატთა შორისაა “ფლიტვუდის” ფეხბურთელი დევიდ ბოლი.
მისი კლუბი ინგლისის მესამე დივიზიონში - ლიგა 1-ში თამაშობს და საუკეთესოობის პრეტენდენტი გოლი “პრესტონ ნორთ ენდის” კარში გაიტანა (იხილეთ ვიდეო). მის გარდა ჯილდოსთვის შემდეგი ფეხბურთელების გოლები იბრძვიან:
გონსალო კასტრო (“რეალ სოსიედადი”, ესპანეთის ჩემპიონატში “დეპორტივოს” კარში);
ალესანდრო ფლორენცი (“რომა”, ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” კარში);
ვენდელ ლირა (“ატლეტიკუ”, შტატების ჩემპიონატში “გოიანესის” კარში);
ჩარლი ლოიდი (აშშ-ს ქალთა ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონიის კარში);
ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთის თასზე “ბილბაოს” კარში);
ფილიპ მექსესი (“მილანი”, ამხანაგურ მატჩში “ინტერის” კარში);
მარსელ ნდენგი (“პადერბორნი”, ამხანაგურ მატჩში “ბოლტონის” კარში);
ესტებან რამირესი (“ერედიანო”, კოსტა-რიკის ჩემპიონატში “დეპორტივო საპრისის” კარში);
კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”, იტალიის ჩემპიონატში “პარმას” კარში).
ფიფას ოფიციალურ საიტზე ხმის მიცემა 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და სამი კანდიდატი გამოვლინდება, ხოლო გამარჯვებული ფიფას გალა-საღამოზე გახდება ცნობილი.