ფეხბურთი

17:41 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე ინგლისთან და ბელგიასთან მატჩებისთვის ემზადება

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ წლის ბოლო მატჩებისთვის შემადგენლობა შეარჩია. ესპანელთა თავკაცი 13 ნოემბერს ინგლისთან და 17 ნოემბერს ბელგიასთან დანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის შემდეგ ფეხბურთელებს მოამზადებს:

მეკარეები: კასილიასი (“პორტუ”), დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო რიკო (“სევილია”);

მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”), მარიო გასპარი (“ვილიარეალი”), პიკე (“ბარსელონა”), რამოსი (“რეალი”), ბარტრა (“ბარსელონა”), ალბა (“ბარსელონა”), ასპილიკუეტა (“ჩელსი”);

ნახევარმცველები: სან ხოსე (“ბილბაო”), კოკე (“ატლეტიკო”), ბუსკეტსი (“ბარსელონა”), ფაბრეგასი (“ჩელსი”), კასორლა (“არსენალი”), ისკო (“რეალი”), ინიესტა (“ბარსელონა”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”);

თავდამსხმელები: ნოლიტო (“სელტა”), პედრო (“ჩელსი”), ალკასერი (“ვალენსია”), მორატა (“იუვენტუსი”), დიეგო კოშტა (“ჩელსი”).

ესპანელები ინგლისის ნაკრებს საკუთარ მოედანზე მიიღებენ, ბელგიასთან კი სტუმრად ითამაშებენ.

0.127825