კალათბურთი

15:42 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია სრულფასოვან ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ დაიწყებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ,,ლაბორალ კუჩას’’ ფორვარდი თორნიკე შენგელია, სრული დატვირთით ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ დაიწყებს. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ თორნიკეს მამამ, ვეტერანმა კალათბურთელმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ განუცხადა.

“მორიგი სამედიცინო შემოწმების შემდეგ მკურნალმა ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ თორნიკე სრული დატვირთით ვარჯიშს ორი კვირის შემდეგ შეუდგეს“ - გვითხრა კახა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკეს ნაოპერაციები მუხლი რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში, ცნობილი მწვრთნელის ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირზე მონაწილეობის დროს გაუმიზეზდა და იმის შემდეგ აღარ უთამაშია.

0.109777