მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
სამტრედია – სიონი
ტორპედო – დინამო თბ.
ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია
ჩიხურა – შუქურა
პირველი მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება, განმეორებითები კი, 16 დეკემბერს.
სფფ–ის პრესსამსახური