კალათბურთი

0:39 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

2017 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს 

ფიბა-ევროპამ დაასრულა კონტინენტის მომავალი – 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის განაცხადების მიღება. შეირჩა 5 კანდიდატი, რომელთაგან ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანო მომავალი ევრობასკეტის მასპინძელს 12 დეკემბერს დაასახელებს.

მაშ ასე – ევრობასკეტ-2017-ია მასპინძლობაზე განაცხადები გააკეთეს: ისრაელმა, ფინეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა და თურქეთმა. გასული ევროპის ჩემპიონატის მაგალითზე დამკვიდრდა ტურნირის გამართვის ახლებური სისტემა. შეგახსენებთ, 2015 წლის ევრობასკეტი 4 ქვეყანაში გაიმართა. ჯგუფური ეტაპი საფრანგეთში, თურქეთში, ხორვატიასა და ლატვიაში ჯგუფების მიხედვით ჩატარდა, ხოლო ფინალურ ეტაპს საფრანგეთმა, ოღონდ სხვა ქალაქმა უმასპინძლა.

როგორი სისტემით შედგება მომავალი – 2017 წლის ევროპის პირველობა, ჯერ ცნობილი არაა. ამას 12 დეკემბერს შევიტყობთ. ზემოთჩამოთვლილმა ქვეყნებმა, შესაძლოა, ჯგუფური და ფინალური ეტაპები გაინაწილონ.

ერთი სიტყვით, ალბათობა მრავალფეროვანია და საბოლოო პასუხი 12 დეკემბერს, ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე კი, ნოემბერში ფიბა-ევროპის კომისია აღნიშნული ქვეყნების საკალათბურთო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და გადაწყვეტილებასაც შექმნილი შთაბეჭდილებების მიხედვით გამოიტანს.

0.134266