ჩოგბურთი

0:12 | 6.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი წყვილთა ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ალექსანდრე მეტრეველის და ბელარუსი იარასლაუ შილას პირველ ნომრად განთესილი წყვილი თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.

მეტრეველი და შილა უკრაინელ ვადიმ ალეკსეენკოს და ყაზახ რომან ხასანოვს გაეჯიბრნენ და 6:3, 5:7, 6:10 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე მეტრეველი მეოთხედფინალშია გასული და მე-7 ნომრად განთესილ რუმინელ ვასილ ანტონესკუს გაეჯიბრება.

0.106432