სხვა

23:29 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელთან 8 ბურთით დავმარცხდით

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი მატჩი თელ-ავივში 19-27 წააგო მასპინძელ ისრაელთან. ჯგუფის მეორე თამაშში პორტუგალიამ და ესტონეთმა ფრედ, 28-28 ითამაშეს.

ისრაელმა 13-8 მოიგო პირველი ტაიმი, მეორეში ქართველებმა ორჯერ დაიყვანეს სხვაობა 3 ბურთამდე, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ირალი ჩიქოვანი, რომლის 8 დარტყმიდან შვიდმა მიზანს მიაღწია (5-დან 5 შვიდმეტრიანი).

ხუთშაბათს საქართველოს ნაკრების მეტოქეა პიორტუგალია, ისრაელი ესტონეთს ეთამაშება. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2017

კვალიფიკაციის პირველი ეტაპი, ევროპა

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო

5 ნოემბერი, თელ ავივი, დრაივ-ინ არენა

ისრაელი-საქართველო 27-19

ისრ: მეიროვიჩი, ტურკენიცი - ლევი 5, პომერანცი 4, ჰერშკოვიცი 3, შტელმანი 3, გალი 3, ნათანი 2, კოფმანი 2, დავდა 1, ჩუდნოვსკი 1, სიჩენკო 1, შიმონი 1, შკალიმი 1, კაპონი, ტეპერი,

საქ: თევზაძე, ტორონჯაძე - ჩიქოვანი 7, დათუკაშვილი 3, მსხვილიძე 3, მაისურაძე 2, ჭანტურია 1, კბილაშვილი 1, ტალახაძე 1, ბერძენიშვილი 1, წითელიშვილი, ორჯონიკიძე, სიმონია, გამზარდია, კოხრეიძე, დიხამინჯია

მსაჯები: რუტკოვსკისი, ძერვე (ლატ)

პორტუგალია-ესტონეთი 28-28

პორ: კანდეიასი, კინტანა - როშა 6, პორტელა 5, როდრიგესი 4, პედროსო 4, სოუზა 3, ფერასი 3, სილვა 1, ბელანოვიჩი 1, მორეირა 1, ანტუნეში, სოლია, ბრიტო, სპინოლა, მაგალიაეში

ესტ: ვარუსკი, ლოოკენე - პატრაილი 11, პინონენი 7, იანიმაა 3, ჰიიენდი 2, იოჰანსონი 2, ცელმინსი 1, პიარტი 1, როობა 1, ლააასტი, ლეესი, როოსნა, სლასტინოვსკი, ტოომი, ვოიკა

მსაჯები: მიტრევსკი, ტოდოროვსკი (მკდ)

6 ნოემბერი: 18:00 ესტონეთი-ისრაელი, 20:15 საქართველო-პორტუგალია

7 ნოემბერი: 19:00 ესტონეთი-საქართველო, 21:15 პორტუგალია-ისრაელი

პლეიოფში გადის თითო გამარჯვებული. პლეიოფი - 2016 წლის ივნისში

0.112801