უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ორ-ორი მონაწილე ტურინის “იუვენტუსს” და მიუნხენის “ბაიერნს” ჰყავს.
თავდასხმის ხაზში თომას მიულერთან და ნეიმართან ერთად ფელიპე პარდოც მოხვდა, რომელმაც ზაგრების “დინამოსთან” დაპირისპირებაში (2:1) დუბლი შეასრულა. 25 წლის კოლუმბიელის ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა “ოლიმპიაკოსს”სამი ქულა მოუტანა.
მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: შტეფან ლიხშტეინერი (“იუვენტუსი”), კრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ნაჩო (“რეალი”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”).
ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”), სვენ კუმსი (“გენტი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”).
თავდამსხმელები: თომას მიულერი (“ბაიერნი”), ფელიპე პარდო (“ოლიმპიაკოსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”).