სანკტ-პეტერბურგის “ზენიტმა” ჩემპიონთა ლიგაზე 4 მატჩის შემდეგ მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა და მოსკოვის სპარტაკის შემდეგ გახდა მეორე რუსული გუნდი, რომელიც ასე ნაადრევად გავიდა ჯგუფიდან.
რუსეთის დედაქალაქის კლუბმა 1995/96 წლების სეზონში B ჯგუფში იასპარეზა და 6 თამაში მოიგო.
ვილაშ ბოაშის გუნდი დარჩენილ ორ მატჩს “ვალენსიასთან” შინ და “გენტთან” სტუმრად გამართავს. “ზენიტს” აქვს შანსი ყველა მატჩის მოგებით “სპარტაკის” კიდევ ერთი შედეგი გაიმეოროს.