მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა. სერბმა 1//8-ფინალში ფრანგი ჟილ სიმონი 6:3, 7:5 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.
ნოლემ 2 ეისი ჩააწოდა და 9 ბრეიკ-პოინტიდან 7 გამოიყენა, სიმონმა ვერც ერთი ეისი ვერ მოაწოდა და 10 ბრეიკ-პოინტიდან 5 გამოიყენა.
1/4-ფინალში ნოლე ცონგა-ბერდიხის გამარჯვებულს შეხვდება.
პარიზის მასტერსის საპრიზო ფონდი 2 646 495 მილიონ დოლარს შეადგენს.