ფეხბურთი

16:29 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰუფნაგელი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, "ფრაიბურგის" 21 წლის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. კახა ცხადაძე კარგ შანსს აძლევს ფეხბურთელს, რომელსაც აქამდე უთამაშია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

წინა თვეში ჰუფნაგელი 21-წლამდელებში იყო გამოძახებული, მაგრამ "ფრაიბურგმა" ქართულ მხარეს სთხოვა, ამ ეტაპზე ფეხბურთელი გერმანიაში დაეტოვებინათ და გუნდს კარგად შესჩვეოდა.

ამჯერად პრობლემა აღარაა: ჰუფნაგელი 11 ნოემბერს ესტონეთთან და 16 ნოემბერს ალბანეთთან სათამაშოდ მოდის. მოკლედ, კიდევ ერთ დებიუტანტს ვიხილავთ ცხადაძის გუნდში.

ჰუფნაგელი ამ ზაფხულს გერმანიის მესამე ლიგის "უნტერჰახინგიდან" გადავიდა მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში. ის კარგად შეეწყო "ფრაიბურგს", ჩემპიონატში გოლი და სამი საგოლე პასი აქვს.

0.111564