საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრებს მადლობა გადაუხადა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის და წარმატებები უსურვა.
“დიდი მადლობა მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს სახელის გატანისათვის. თქვენი სახელი და თქვენი მიღწევები ჩვენს საზოგადოებაში აღტაცებას იწვევს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა ძიუდოს ნაკრების წევრებს სიმბოლური საჩუქრები – ინიციალებით გაფორმებული, პერანგის ვერცხლის სამაგრები გადასცა.