“გოლდენ სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელი სტეფ კარი ნბა-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის პირველ ხუთ მატჩში 25 სამქულიანი ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ “მეომრებმა” ხუთივე გასული შეხვედრა მოიგეს, კარის კი სეზონის სტარტზე საოცარი მაჩვენებლები აქვს.
სტეფმა “ნიუ ორლეანთან” შეხვედრაში 53 ქულა ჩააგდო, საშუალოდ კი, მისი მონაგარი ასეთია: 35.8 ქულა, 5.8 პასი და 5.0 მოხსნა.