მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) ეროვნულ ნაკრებთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც ისტორიაში პირველად ბელგიის ნაკრები უდგას სათავეში. ბელგიელებმა პირველობა არგენტინელებს ჩამორთვეს.
გასულ თვესთან შედარებით რეიტინგში ერთი პოზიცია დათმო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა და კახა ცხადაძის გუნდი ამჟამად 111-ე ადგილზეა. "ჯვაროსნებმა" გასულ თვეში ორი მატჩი გამართეს, ევროპის 2016 წლის შესარჩევ ტურნირში გიბრალტარი 4:0 დაამარცხეს, გერმანიასთან კი 1:2 წააგეს.
ფიფას რეიტინგის მოწინავე ათეული და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობა 5 ნოემბრისთვის ასეთია:
1 (3). ბელგია – 1440 ქულა
2 (2). გერმანია – 1388
3 (1). არგენტინა – 1383
4 (4). პორტუგალია – 1364
5 (9). ჩილე – 1288
6 (6). ესპანეთი – 1287
7 (5). კოლუმბია – 1233
8 (7). ბრაზილია – 1208
9 (10). ინგლისი – 1179
10 (11). ავსტრია – 1130...
15 (8). უელსი - 1032
42 (54). ირლანდია - 659
49 (63). სერბეთი - 606
111 (110). საქართველო - 301
154 (132). მოლდოვა - 177