დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მორტენ ოლსენმა შვედეთთან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის გასამართი პლეი ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა შეარჩია.
გამოცდილი დანიელი სპეციალისტი 14 და 17 ნოემბერს დანიშნული შეხვედრებისთვის ამ ფეხბურთელებს მოამზადებს:
მეკარეები: კასპერ შმეიხელი (“ლესტერი”), სტეფან ანდერსენი (“კოპენჰაგენი”), იონას ლოსლი (“გენგამი”);
მცველები: ანდრეას კრისტენსენი (“ბორუსია”), დანიელ აგერი (“ბრონდბიუ”), დანიელ ვასი (“სელტა”), იანიკ ვესტერგარდი (“ვერდერი”), ლარს იაკობსენი (“გენგამი”), სიმონ კიაერი (“ფენერბახჩე”);
ნახევარცველები: კრისტიან ერიკსენი (“ტოტენჰემი”), ლეონ ანდრეასენი (“ჰანოვერი”), იაკობ პოულსენი (“მიდტიულანდი”), პიერ ემილ ჰობერგი (“შალკე”), პიონე სისტო (“მიდტიულანდი”), ტომას კოლენბერგი (“ბრონდბიუ”), უილიამ კვისტი (“კოპენჰაგენი”), მიკაელ კრონ დელი (“სევილია”);
თავდამსხმელები: მარტინ ბრეიტვეიტი (“ტულუზა”), ნიკლას ბენდტნერი (“ვოლფსბურგი”), ნიკოლა იორგენსენი (“კოპენჰაგენი”), ვიქტორ ფიშერი (“აიაქსი”), იუსუფ პოულსენი (“ლაიფციგი”).
დანიის ნაკრები შვედებთან პირველ მატჩს 14 ნოემბერს სტუმრად გამართავს, სამ დღეში კი მეტოქეს კოპენჰაგენში დაუხვდება.
მორტენ ოლსენის გუნდი პლეი ოფში I ჯგუფში დაკავებული მესამე ადგილით მოხვდა, სადაც 8 მატჩში 12 ქულას მოუყარა თავი, ჯგუფის გამარჯვებულ პორტუგალიას 9 ქულით ჩამორჩა, მეორე ადგილზე გასულ ალბანეთს კი 2 ქულით.