პიტერ კრაუჩის უცნობილესი ცოლი, მოდელი ები (აბიგაილ) კლენსი ერთ-ერთი მათთაგანია, რომლებიც პოპულარობის შემცირებას უფრო რთულად გადაიტანენ, ვიდრე კბილის ტკივილს და ამ კატეგორიის ხალხი დღენიადაგ იმის ცდაშია, რომ “ბუზი სპილოდ” აქციონ და სკანდალურობა მათი ცხოვრების თანმდევი ამბავი იყოს.
თუმცა, ხანდახან ებისთანა ადამიანებიც არიან გულრწფელები და ხანდახან ისინიც იმას ამბობენ რასაც ფიქრობენ და რაც მოსწონთ. აი მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ბრიტანულ ტელე-შოუში ები კლენსიმ განაცხადა, რომ საკმაოდ გაუნათლებელია და თავისი უწიგნურობის ხანდახან თავადვე რცხვენია.
როგორც პიტერ კრაუჩის ტან-ფეხმიმზიდველმა ცოლმა აღიარა, ბოლო წიგნი ამ რამდენიმე წლის წინ წაიკითხა და ის “ჰარი პოტერის” შვიდწიგნეულის ერთ-ერთი ტომი იყო. ები კლენსის აზრით ჰარი პოტერი ძალიან კარგი ნაწარმოებია და ოდესმე დადგება დრო, როდესაც ამ სერიის ყველა წიგნს წაიკითხავს. ოდესმე ალბათ მართლა დადგება...