ჩოგბურთი

0:50 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ბრიტანულ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დიდი ბრიტანეთის ქალაქ ლაფბოროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში ბოლქვაძე მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ კატერინა ვანკოვას გაეჯიბრა და 0:6, 0:6 წააგო.

წყვილებში ბოლქვაძე და ბულგარელი ალეკსანდრინა ნაიდენოვა სამოელ კარუტერსთან და მექსიკელ ლეონთან 3:6, 6:2, 8:10 დამარცხდნენ.

0.118031