ფეხბურთი

0:13 | 5.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამხანაგური ალბანეთთან 16 ნოემბერს

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 ნოემბერს ამხანაგურ მატჩს გამართავს ალბანეთთან. ეს შეხვედრა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახური იუწყება.
მანამდე, 11 ნოემბერს, როგორც იცით, კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ტალინში ესტონეთთან ჩაატარებს.
ალბანეთის ნაკრები საქართველოსთვის ყველაზე ნაცნობი მეტოქეა. სულ 12 მატჩი ჩაგვიტარებია მათთან, აქედან 7 მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ და 3 წავაგეთ. ბურთების შეფარდებაა 19:10 ქართველთა სასარგებლოდ.
ბოლო მატჩი: 2013 წელს ქართველებმა ამხანაგური შეხვედრა მოიგეს ტირანაში (2:1). საქართველო აგებდა, მაგრამ მათე ვაწაძემ გაათანაბრა, ხოლო უჩა ლობჟანიძემ გადამწყვეტი გოლი შეაგდო.
ალბანეთი ფიფას რეიტინგში 32-ე ადგილზეა. გუნდს იტალიელი ჯანი დე ბიაზი წვრთნის. 2015 წელი ალბანური ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულია, რადგან მათი ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რამდენიმე წლის წინ ამას ვერავინ წარმოიდგენდა, მაგრამ ახლა ალბანელთა პროგრესი აშკარაა. მათ ჯგუფში ჩამოიტოვეს დანია, სერბეთი და სომხეთი – მხოლოდ პორტუგალიას ჩამორჩნენ.

0.121372