საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) სოფო შაფათავას გარეშე გაგრძელდება.
ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და მერვედფინალში პირველ ნომრად განთესილ გერმანელ ანა-ლენა ფრიედსამთან 4:6, 3:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში მე-2 რეიტინგის მქონე შაფათავამ და უკრაინელმა ანასტასია ვასილიევამ რუს მონოვასთან და შვეიცარიელ ტეიხმანთან 3:6, 3:6 წააგეს.